შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აშშ-დან დელეგაციას მასპინძლობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციას მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამკაციანი გუნდი საქართველოში 21 სექტემბრის ჩათვლით დარჩება და IBSU-ს თემაზე სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს, მათ შორის: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების ექსპერტების თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განათლების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებს სწავლობენ და შემდგომ ამერიკის დიპლომატიური წრეებისთვის ამზადებს ანგარიშს.

როგორც ტომ ტეილორმა აღნიშნა, პრობლემების გამოკვლევის შემდგომ, ამ საქმის მასალებს დელეგაცია დიპლომატებს გააცნობს. მისივე თქმით, მათი მიზანი გაერო-ს სხდომაზე მსგავსი პრობლემების წინ წამოწევა და მსჯელობაა.

„ტომ ტეილორი წარმოადგენს ჯორჯიის ოლქს, რომელიც მოიცავს ქალაქ დანვუდს სრულად, ჩამბლის ნაწილს და ჩრდილოეთ დეკალბის მუნიციპალიტეტის დორავილის ნაწილს. ის არჩეულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში 2010 წელს. ამჟამად არის MARTOC-ის კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე არის “ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის“, სამთავრობო საკითხთა, რეგულირებულ ინდუსტრიათა კომიტეტების და ადამიანური რესურსების ქვეკომიტეტის წევრი. ხსენებული მუდმივმოქმედი კომიტეტების გარდა, იგი ასევე არის MARTA-ს ეთიკის საბჭოს ერთადერთი სამართლებრივი წარმომადგენელი,“ - ნათქვამია უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს