მამა ვლადიმერ ვახტანგაძე - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საპატრიარქოს პოზიცია ცალსახაა, პროტესტის ფორმები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, ეს მომავლის საკითხია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საპატრიარქოს პოზიცია ცალსახაა, პროტესტის ფორმები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, ეს მომავლის საკითხია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მამა ვლადიმერ ვახტანგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება ერთიანი ეკლესიის ხმაა, რომელსაც სასულიერო პირთა არც ერთი ნაწილი არ ემიჯნება. მამა ვლადიმერის განცხადებით, ეკლესიის პოზიცია ურყევია და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

„საპატრიარქოს განცხადება არის ერთიანი ეკლესიის ხმა და ის ნაწილი, რომ რაღაც ჯგუფი ემიჯნება იმ პოზიციას, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აფიქსირებს, არ შეესაბამება სინამდვილეს. ცხადია, რომ ეკლესია ვერასდროს შეეგუება ცოდვის დაკანონებასა და ლეგალიზებას. ის, რომ ხალხის მიერ არჩეულმა ორგანომ ცოდვა გახადოს ცხოვრების წესად, ამას ეკლესია ვერასდროს შეეგუება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს პოზიცია ცალსახაა, პროტესტის ფორმები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, ეს მომავლის საკითხია“, - განაცხადა მამა ვლადიმერ ვახტანგაძემ.

იხილეთ ვიდეო: "...ეკლესია ვერასდროს შეეგუება ცოდვის დაკანონებას“ - მამა ვლადიმერ ვახტანგაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა