სოფიო ქაცარავა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესი, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა ევროკავშირის როლზე ქვეყნის სწრაფ განვითარებაში და დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამ კუთხით, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. ასევე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროკავშირის, მათ შორის ევროპარლამენტის მხარდაჭერა. ამ კუთხით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რისთვისაც მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს“, - განაცხადა ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა