სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერის შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უმცირესობის საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, ლამბერტო ზანიერის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით და ქვეყანაში ამავე მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა ზანიერის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს