პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა აქციას განაგრძობს

ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც ზაზა სარალძემ საპატრიარქოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად აქციები პარლამენტთან მაინც გაგრძელდება, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოთხოვნებს შორის კვლავ უცვლელია ხელისფულების გადაყენება. აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძე საპატრიარქოდან გამოსვლის შემდგომ შეუძლოდ გახდა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. როგორც სარალიძემ განაცხადა, პატრიარქმა ის დალოცა და ჰკითხა, არის თუ არა რამე წინ გადადგმული ნაბიჯი მომხდარი დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით. სარალიძის მტკიცებით, ილია მეორეს აქციების შეჩერებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და ზაზა სარალიძეს შორის პირისპირ შეხვედა საპატრიარქოში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს