ნინო წილოსანი - აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში თემაზე: „საპენსიო რეფორმა“ საჯარო შეხვედრა გაიმართა. როგორც

„ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედება, რომელიც საპენსიო დანაზოგების შეგროვებას და კონტრიბუციას გულისხმობს, საქართველოში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

„ამ ეტაპზე აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის საჭიროების, სარგებლისა და რისკების შესახებ; NDI-ის კვლევის თანახმად კი, რომელიც 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის 51%-მა არაფერი იცის საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელიც უკვე ძალაშია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შეხვედრის ორგანიზება, სადაც გურიის მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია ძველი და ახალი საპენსიო სისტემების ასპექტებზე, სავალდებულობის კომპონენტზე, იმ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საპენსიო აქტივების დაცულობას. რაც მთავარია, ხალხს მიეცა საშუალება, თემის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხები კომპეტენტური პირებისგან მიეღო“, - აღნიშნავს ნინო წილოსანი.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჭიჭინაძე მონაწილეობდნენ

დამსწრე საზოგადოებამ გამომსვლელებისგან რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა