კომპანია WIZZ AIR გდანსკსა და ქუთაისს შორის ავიამიმოსვლას იწყებს

საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქი გდანსკის მიმართულებით ავიამიმოსვლას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ქართველ მგზავრებს, რომელთაც საპორტო ქალაქის სანაპიროების სტუმრობა სურთ, ბილეთების დაჯავშნა უკვე შეუძლიათ wizzair.com-ზე, 59,99 ლარიდან.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ვამატებთ ახალ მარშრუტს ლამაზი სანაპიროების ქალაქი გდანსკის მიმართულებით.

ჩვენი დაბალბიუჯეტიანი მომსახურებით ვქმნით მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი ფრენის შესაძლებლობას ჩვენი მგზავრებისთვის. Wizz Air მუდმივად უსვამს ხაზს მის ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში და აგრძელებს საქართველოში არსებული ქსელის გაფართოებას, რასაც წელს დამატებული ათი ახალი ავიამიმართულებაც მოწმობს. ჩვენ გვჯერა, რომ გდანსკის მიმართულება მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მგზავრებისთვის და გახდება ისეთივე პოპულარული, როგორც სხვა რეისები. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ქსელის გაფართოებას და ხელმისაწვომი საჰაერო მგზავრობის უზრუნველყოფას, ისევე როგორც იმ ქვეყნის ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობთ“, - განაცხადა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრას რადომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო