ცესკო - პრემიერის ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში, თუმცა ის სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიაში, თუმცა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

ცესკო ეხმაურება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებს და განმარტავს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია ცესკო-ს მიერ გადაგზავნილია პროკურატურაში რეაგირებისთვის. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ესწრებოდნენ როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ისე ცესკო-ს თანამშრომლები და წევრები.

ამასთან, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს. აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკო-ს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში - პროკურატურაში რეაგირებისთვის.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცესკოს მხრიდან ჟურნალისტებისთვის არანაირი ინფორმაცია და მონაცემები არ გადაცემულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა