რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსმ არად ბენკოს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ამავე სამსახურის რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი, სერგო ფარულავა ესწრებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ავსტრიის ელჩის აქტიური ჩართულობა რელიგიის სააგენტოს მიერ გამართულ ღონისძიებებში და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრისას, დიალოგის ფორმატში, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, ავსტრიაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი დაიგეგმა, ავსტრიის კოლეგა უწყებისა და სხვა სამთავრობო თუ რელიგიური ორგანიზაციების სამართლებრივი ნორმების, ავსტრიის რელიგიური მრავალფეროვნების ტრადიციისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს