საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი ჰუბერტ კნირში,რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხათუნა თოთლაძემ ჰუბერტ კნირშს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და გამოთქვა იმედი, რომ მისი ელჩობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და გერმანიას საერთო ღირებულებები და ინტერესები აერთიანებთ და საიმედო პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ. ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, რაც საქართველოსადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა.

მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიპლომატს გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე მრავალწლიანი ფინანსური და ტექნიკური დახმარებისათვის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ევროპულ ოჯახთან დაახლოებას. ამასთან, ქართულ-გერმანული ურთიერთობების კონტექსტში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობაზე, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად აღნიშნავს და რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგვირგვინდება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობით.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, პოლიციის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში. მან ხაზი გაუსვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც უთუოდ გაზრდის ჩვენი ქვეყნისა და ქართული კულტურის ცნობადობას გერმანიის ფართო საზოგადოებაში. ჰუბერტ კნირშმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ამ მიზნით, არსებული პოტენციალის ათვისებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს