ნათია მეზვრიშვილი - სისტემაში მომუშავე ყველა პირს ვაძლევთ საშუალებას, რომ მიმდინარე რეფორმებს ფეხი აუწყონ

დაახლოებით 1200 გამომძიებლის შესაძლებლობები შევამოწმეთ და შედეგების მიხედვით, გადამზადების მოდული შევიმუშავეთ, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სისტემაში მომუშავე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გადამზადდნენ და გამომძიებლად იმუშაონ.

„ჩვენ დაახლოებით 1200 გამომძიებლის შესაძლებლობები შევამოწმეთ, მათ ჩავუტარეთ ტესტირება. ტესტირების შედეგების მიხედვით, შევიმუშავეთ გადამზადების მოდული. სისტემა გადაამზადებს სისტემის შიგნით ყველა იმ პირს, რომელსაც გამომძიებლად მუშაობის სურვილი აქვს და შესწევს ამის სათანადო უნარ-ჩვევები. სისტემაში მომუშავე ყველა პირს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მიმდინარე რეფორმებს ფეხი აუწყონ. ჩვენ ამ ადამიანებს გადავამზადებთ და ისინი, ვინც რეფორმებს ფეხს აუწყობენ, გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ და სატრენინგო მასალას აითვისებენ, რა თქმა უნდა, გამომძიებლად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს