სატვირთო მანქანების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ვადას ხვალ საღამომდე აძლევენ

სატვირთო მანქანების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ვადას ხვალ საღამომდე აძლევენ. ლილოს ტერიტორიაზე, ტერმინალთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ ფინანსთა მინისტრი ხორბლის სახმელეთო იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს.

"ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში ამდენი ხალხის ულუკმაპუროდ დატოვებას არ შევეგუებით. არ დავიშლებით, ვიდრე ჩვენსას არ მივაღწევთ. მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ლაპარაკობენ და ახლა მცირე ბიზნესს ართმევენ ხალხს. ვიღაცამ დაინახა, რომ ამდენი მანქანა მიდი-მოდის, იფიქრა კარგი საქმეა, მოდი ჩვენ გავაკეთოთო და ასრულებენ ახლა ამას. მთავრობის ლობირების ქვეშ ხდება ეს ყველაფერი", - განაცხადა სატვირთო მანქანის მძღოლმა, ჯუმბერ ლომიძემ.

ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ბიზნესში ჩართულია სულ ცოტა 10 000 ადამიანი, რომლებიც უსახსროდ რჩებიან. მათივე ინფორმაციით, ხორბლის საზღვაო იმპორტი ხარჯებს მნიშვნელოვნად გააძვირებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს