სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სუბელიანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე სასამართლომ დღეს იმსჯელა.

პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზეწოლის ან მიმალვის საფრთხე.

პროკურატურის პოზიციის შემდეგ დაცვის პოზიცია თავად ბრალდებულმა დააფიქსირა.

"საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს. ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე," - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

საქმის არსებითი განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა