საკონსტიტუციო სასამართლო 112-ის გადასახადთან დაკავშირებით მოქალაქეების სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის და ადვოკატთა ჯგუფის სარჩელს არსებითად განიხილავს. მოსარჩელეს აინტერესებს, რამდენად კანონიერია გადასახადი, რომელსაც საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირები სსიპ "112"-ს უხდიან.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი), ვინაიდან „112“-ის მომსახურების საფასურის დაკისრება ხდება აბონენტის ნების მიუხედავად, ისე, რომ გაურკვეველია, თუ რა კონკრეტული მომსახურების გაწევას ემსახურება აღნიშნული საფასური. ამასთან, ზოგადი სერვისებით სარგებლობს თითოეული მოქალაქე და შესაბამისად, მათი დაფინანსება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), ვინაიდან ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. „112“-ის მომსახურების ყოველთვიური საფასური ფიზიკური პირებისთვის შეადგენს 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 0.5 ლარს.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და, შესაბამისად, დისკრიმინაციულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა