მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ სავალდებულო წესით განიხილა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი და ჩათვალა, რომ ბრალდებული კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს.

"სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად კვლავ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი. შესაბამისად, მოვითხოვთ მის პატიმრობაში დარჩენას, რაც სასამართლომ გაითვალისწინა. საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს, რომ მორჩაძე გავლენას ახდენდა მოწმეებზე," - განაცხადა საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მერაბ მორჩაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"რეალურად, სასამართლოს არ უმსჯელია თუნდაც იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი.

თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო აღკვეთ ღონისძიებას შეცვლის. ამასთან, დაცვის მხარე მზად ვართ მორჩაძის უდანაშაულობა დავამტკიცოთ," - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მერაბ მორჩაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. წინასასამართლო სხდომა გადაიდო 27 სექტემბერს, 11:00 საათამდე.

მერაბ მორჩაძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო