თელავში 3-13 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თელავში 3-13 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალთან დაკავშირებით სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის პროგრამების ხელმძღვანელი მაია კოკოჩაშვილი.

სამინისტროს განცხადებით, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 3-13 ოქტომბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციულად, თელავში ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი თელავში 3 ოქტომბერს გაიხსნება და 13 ოქტომბრამდე გასტანს.

„განრიგში 10 კონცერტია, რომელთაგან 6 თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი - ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე, კიდევ, ორი კონცერტია დაგეგმილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, მსმენელის წინაშე წარდგებიან სხავადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტები: ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე; ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი; ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია; 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი დანიელ ჩობანუ; ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი; ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი; საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, ასევე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო