თემურ ბოლოთაშვილი - თუ კომპანია „სვეტი“ უახლოეს დღეებში მერიის მიერ, 2 თვის წინ მოთხოვნილ დოკუმენტაციას არ წარმოადგენს, მშენებლობის ნებართვები გაუუქმდება

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, თუ კომპანია „სვეტი“ უახლოეს დღეებში მერიის მიერ, 2 თვის წინ მოთხოვნილ დოკუმენტაციას არ წარმოადგენს, მშენებლობის ნებართვები გაუუქმდება.

როგორც ბოლოთაშვილმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 21 სექტემბერს გადის პირობის შესრულების ვადა პროექტის შეთანხმების და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის კუთხით, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში გადის მშენებლობის ნებართვის პირობის შესრულების ვადა.

„როგორც მოგეხსენებათ, „სვეტის“ მიერ 14 ობიექტზე იყო დაწყებული უნებართვო მშენებლობები, ბუნებრივია, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა ამის შეჩერება. საწყისივე ეტაპიდან ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მომხდარიყო კომპანიასთან ერთად პროექტების გადაკეთება და კანონმდებლობასთან მორგება და არ მომხდარიყო დაზარალებული მოსახლეობის კიდევ უფრო დაზარალება. ორიოდე თვის წინ ჩვენ ორ შენობაზე, ჯამში ოთხ ბლოკზე შევათანხმეთ ახალი პროექტი და გავეცით მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით. ეს პირობები უნდა წარმოდგენილიყო 60 დღის განმავლობაში. ჯერჯერობით, სანებართვო პირობები არ სრულდება, არ წარმოუდგენია კომპანიას ის დოკუმენტაცია, რაც მოთხვნილი იყო 2 თვის წინ; არ განხორციელებულა არანაირი ქმედება ამ პირობების შესრულების კუთხით. ძალიან მალე, თუ კომპანიის მხრიდან არ მოხდება დოკუმენტაციის წარმოდგენა, გაცემული ნებართვებიც გაუქმდება. 21 სექტემბერს გადის პირობის შესრულების ვადა პროექტის შეთანხმების და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის კუთხით. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ოქტომბრის დასაწყისში გადის პირობის შესრულების ვადა. რაც შეეხება ბინების რაოდენობას, გამომდინარე იქედან, რომ მირცხულავას ქუჩის კომპლექსის მე-5 და მე-8 ბლოკზე არ იყო დაწყებული მშენებლობა და ბუნებრივია, მისი პროექტის მორგება კანონდებლობასთან არ იყო პრობლემური, მაგრამ პროექტის შეცვლით გარკვეულწილად იკლებს ბინების რაოდენობა, როგორს აქ, ასევე სხვა ბლოკებზეც, თუმცა, მენაშენეები ბინებით სხვა ადგილზე და სხვა ბლოკებში ბინებით უნდა დაკმაყოფილდნენ“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა