“საქართველოს პატრიოტების“ დაშლის შემთხვევაში, ფრაქციის წევრები ყველა საპარლამენტო თანამდებობას დაკარგავენ, მათ შორის ირმა ინაშვილი ვიცე-სპიკერი აღარ იქნება

იმ შემთხვევაში, თუ “პარტიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო ფრაქციას ვერ შეინარჩუნებს და დაიშლება, ფრაქციის წარმომადგენლები დაკარგავენ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს, ადგილებს ბიუროს შემადგენლობაში, თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს კომიტეტებში და ყველა სხვა იმ ადგილს, სადაც დეპუტატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ კვოტით არიან დანიშნული. ასევე დაიშლება ფრაქციის აპარატი, რომელიც ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციიდან წევრის გასვლის შედეგად, თუკი მასში პარლამენტის 6-ზე ნაკლები წევრი დარჩა, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს ინარჩუნებს.

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობას ტოვებს. ნატო ჩხეიძემ ფრაქციიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ”რუსთავი2“-ის გადაცემა ”არჩევანში“ განაცხადა.

ნატო ჩხეიძე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი იქნება. ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები ხდებიან “საქართველოს პატრიოტების“ დანარჩენი წევრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო