ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მერაბ მორჩაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც ჟურნალისტებთან მერაბ მორჩაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მორჩაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა, დღევანდელი წინასასამართლო სხდომა არ ჩატარდეს.

"მერაბ მორჩაძე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესი“, - განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, ჯანმრთელობის რა პრობლემები აქვს მორჩაძეს.

მერაბ მორჩაძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში, სასამართლოში შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის პროცესი იმართება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა