საპრეზიდენტო კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა

საპრეზიდენტო კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ზუგდიდის ბულვარში მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. შაშიაშვილისთქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში სამეგრელოში პოლიტიკური ტყუილი დასრულდება.

"მე ამ ლოზუნგით მივმართე სამეგრელოს მოსახლეობას - ერთად გავიმარჯვოთ საქარათველოსთვის. ჩემი ღალატი არ იქნება. უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ქუჩის პოლიტიკა და მატყუარა პოლიტიკოსების დროც. ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით, არავითარი შტაბები მე არ მექნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებში, მით უფრო მეტი კორუფცია იქნება", - აღნიშნა შაშიაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის ინფორმაციით, მას ცესკოში დასარეგისტრირებლად 30 0000-მდე ხელმოწერა უკვე აქვს. შაშიაშვილის მხადამჭერები დარწმუნებული არიან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ქვეყანაში ნამდვილ პოლიტიკას ააღორძინებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს