თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

მარჯანიშვილის თეატრში , დღეს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბროდსკი/ბარიშნიკოვი - რიგის ახალი თეატრის" სპექტაკლით გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 14-30 სექტემბერს, თბილისი მე-10 საიუბილეო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

10 წლის განმავლობაში ფესტივალი არა მარტო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა, არამედ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის ერთერთი ლიდერია.

„ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ქართული სპექტაკლების პროგრამას დაეთმობა. ქართული თანამედროვე თეატრის გასაცნობად, ერთობლივი და გაცვლითი პროექტების დასაგეგმად, პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ თბილისს. წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი ქართული თეატრის მიმართ, იზრდება ასევე, საერთაშორისო საგასტროლო რუკაც, სადაც მიწვეულნი არიან ქართული თეატრალური დასები.

ტრადიციულად, წელსაც, ფესტივალს 80-ზე მეტი სტუმარი ესტუმრება, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალებს, თეატრებს და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა