საქართველო ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ტექნიკური კომიტეტის სხდომას მასპინძლობს

11-12 სექტემბერს თბილისში ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის ,,თერმომეტრია და თბოფიზიკა“ სხდომა ტარდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კომიტეტის სხდომა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დავით ტყემალაძემ და ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი პოხოდუნმა გახსნეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობენ დელეგატები რვა ქვეყნიდან. კერძოდ, უკრაინიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, სლოვაკეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან.

“COOMET-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში ქართველი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობენ. სხდომის ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა ტემპერატურისა და ტენიანობის სფეროში საერთაშორისო მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტი წარმოადგენს მეტროლოგიის სხვადასხვა მიმართულების რეგიონულ ორგანიზაციას. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ტექნიკური კომიტეტების საქმიანობაში და საერთაშორისო შედარებებში, რაც მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარების, ასევე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის კუთხით.

მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი წილი სწორედ მეტროლოგიური გაზომვების სიზუსტეზე მოდის. საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ნინო მიქანაძის ინფორმაციით, ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტი მნიშვნელოვანი ორგანოა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს დაგეგმილი და უკვე მიღწეული აქვს საერთაშორისო აღიარება ტემპერატურული გაზომვების მიმართულებით, თუმცა, ასევე გეგმავს საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ტენიანობის მიმართულებით. „შესაბამისად, აღნიშნულ კომიტეტში ჩვენი უწყების თანამშრომლობა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას როგორც ტემპერატურული, ასევე ტენიანობის გაზომვების კუთხით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ლაბორატორიებისა და საწარმოებისთვის, რადგან მათ უკვე ადგილზე ექნებათ აღნიშნულ სფეროებში ხელმისაწვდომი, აღიარებული სერვისები“, - აღნიშნა ნინო მიქანაძემ.

აღსანიშნავია, რომ მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის სხდომა 12 სექტემბერს მუშაობას ტექნიკური ოქმის მიღებით დაასრულებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს