სოფელ გლდანის მიმდებარედ მოქალაქემ შველი იპოვა

სოფელ გლდანში მოქალაქემ ტყის პირას შველი იპოვა. 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შველს ფეხზე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადაყვანა მოხდა თბილისის ზოოპარკში, სადაც მას დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს.

შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება და როდესაც შველი სრულად გამოჯანმრთელდება, მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება მოხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს