მოსკოვის სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდ „გოგა ფოთისკის“ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი („გოგა ფოთისკი“) მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 8 ივნისს მოსკოველ ბიზნესმენთან, ალექსანდრე ხარჩენკოსთან შელაპარაკების დროს გუგუშვილმა მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ბიზნესმენი რამდენიმე საათის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოთხი წლის განმავლობაში ძებნაში მყოფი გუგუშვილი 2018 წლის მარტში დააკავეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს