თამარ ჩუგოშვილი - ითვლება, რომ რუსულ პროპაგანდაზე მომუშავე მედიასაშუალებების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთი იპოვის სხვა გზას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათ შორის სუს-ი დაინტერესებულია რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით საქართველოში გამართული მედიაკონფერენციით და თვალყურს ადევნებს მას.

ასე გამოეხმაურა ჩუგოშვილი მედიაკონფერენციას, რომელიც საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებით იმართება და რომელსაც ესწრებიან ჟურნალისტები, ვინც ოკუპაციას არ აღიარებს.

"სამწუხაროდ, ეს რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი აგრესიული ფორმის გამოვლინებაა. როგორც წესი, ისინი ცდილობენ ხოლმე დაფარონ, როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება და თუ ახლა ღია ღონისძიება ტარდება, ეს საკმაოდ აგრესიული გამოხატულებაა პროპაგანდის. მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა პირველ რიგში ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, მათ შორის სუს-ი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, საქმის კურსში არიან, თუ რა პროცესი მიდის, ხდება თუ არა კანონის დარღვევით რამე და ა.შ. ეს არის ერთი საკითხი და მეორეა, უნდა აიკრძალოს თუ არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს დილემა უდგას მთელ ევროპას. იქაც არის დისკუსია, უნდა აიკრძალოს თუ არა ის არხები, რომლებსაც რუსეთი იყნენებს მისი ინტერესების პროპაგანდირებისთვის. მიღებულია და ითვლება, რომ ასეთი მედიასაშუალებების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთი მაინც იპოვის სხვა გზას, რომ ინფორმაციის მიწოდების გზა იპოვოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახოს სწორად და მოსახლეობამ აღიქვას, რომ ეს არის ომის ფორმა ოკუპანტის მხრიდან.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ