შსს-მ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო დედაქალაქში ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა, ასევე დროებით აიკრძალა ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის ქუჩაზე „მაღლივი კორპუსის“ მიმართულებით.

გზებზე არსებული შეზღუდვები ამინდის გაუმჯობებისთანავე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება",- ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია