ანა სუბელიანი - მე, როგორც ინდივიდუალური მოქალაქე, ხვალ ვიდგები კანცელარიასთან

მე, როგორც ინდივიდუალური მოქალაქე, ხვალ ვიდგები კანცელარიასთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა განუცხადა.

სუბელიანის თქმით, ის პატივს სცემს, თუმცა არ იზიარებს „თანასწორობის მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის გაუქმების შესახებ.

„სათემო ორგანიზაციებმა დიდი მსჯელობის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. პირადად მე არ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას, თუმცა პატივს ვცემ. მე, როგორც ინდივიდუალური მოქალაქე, ვაპირებ, რომ მაინც მივიდე ხვალ და დაგვდე იქ, სადაც ისედაც ვაპირებდი დადგომას“, - განაცადა სუბელიანმა.

ანა სუბელიანის გარდა, ხვალ, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან სავარაუდოდ ის აქტივისტებიც მივლენ, რომლებიც აქციის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს