ნინო ბურჯანაძე - რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და ის სულაც არ უშლის ხელს ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას

ჩვენ ვლაპარაკობთ პატარა ბავშვებივით, რომელსაც სათამაშო წაართვეს, გაბრაზებულია, ძალა არ ჰყოფნს, რომ ეს სათამაშო დაიბრუნოს და გაბუტულია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

პარლამენტს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და ის სულაც არ უშლის ხელს ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები უფრო საღად იაზროვნებენ და არა როგორც განაწყენებული და აჟიტირებული ერი.

„გინდათ დასავლეთთან ინტეგრაცია და ევროკავშირი?! გააგრძელეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანა იყოს ნორმალური, ქვეყანაში იყოს დემოკრატია, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და უნდა გვყავდეს ნორმალური პარლამენტი და არა მონებივით ერთი ადამიანის ჯიბეს მიჩერებული მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო და ა.შ.

ეს არის დასავლეთთან ინტეგრაცია და ამავდროულად ელაპარაკე იმ ქვეყანას, რომელთანაც შენი პრობლემები მოსაგვარებელია. ჩვენ ვლაპარაკობთ პატარა ბავშვებივით, რომელსაც სათამაშო წაართვეს, გაბრაზებულია, ძალა არ ჰყოფნის, რომ ეს სათამაშო დაიბრუნოს და გაბუტულია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო