„თანასწორობის მოძრაობა“ - ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია

„თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქციას არ გამართავს.

ეს განცხადება „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტებმა საზოგადოებას მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

„მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოჰყვა. დაწყებული საპროტესტო აქციის ეკალაცია გახლდათ ის, რომ რუსთაველის გამზირი დავიკავეთ არა მხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა, ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელსუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და თავიდან იქნა აცილებული მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, მათი აქტივობები არც დროსა და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა, ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართველოს კანცელარიასთან“, - ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს