ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება

ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს,მე-6 საავტორო სკოლაში ღონისძებას გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არად ბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გახსნიან.

გერმანული ენის თვე გაიხსნება შვეიცარიული მუსიკალური სპექტაკლით „აბრაზო - ტანგო გადარჩენისთვის“.

15 მაისიდან 17 ივნისამდე გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები და კულტურის დარგის დაწესებულებები წელს უკვე მეექვსედ გამართავენ „გერმანული ენის თვეს“. მრავალი სხვადასხვა ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ სამი ქვეყნის ენასა და კულტურას. ინაციატივის „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ერთი თვის განმავლობაში გაიმართება მოხსენებები, კინოჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო გააფართოებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ქვეყნები სტიპენდიების, ბიბლოთეკებისა თუ საგრანტო პროგრამების სახით დაინტერესებულ პირებს ისედაც სთავაზობენ.

ღონისძიებებზე დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: facebook.com/DreiLaender.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა