გიორგი მიქაუტაძე - ელიზაბეთ რუდთან საუბარი შეეხო სასამართლოს სიტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სასამართლოს სიტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ კუთხით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო.

"დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის განხორციელებაც იგეგმება. ასევე, სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებზე, რომელიც შეჯრებული არის საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლების შემადგენლბით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, ვინაიდან არაერთი ათეული წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოში საერთო სასამართლოების სისტემის განვითარებას", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ნინო გვენეტაძეს, იუსტიციის უმღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს და საბჭოს წევრებს შეხვდა.ამერიკელ დიპლომართან შეხვედრა იუსტიციის უმღლეს საბჭოში გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს