ელიზაბეთ რუდი - ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და რეფორმების პროცესში სამოქალქო საზოგადოების ჩართულობა

ჩვენ აქტიურად ვთანამშთომლობდით საქართველოს მთავრობასთან მართლმსაჯულების რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ახლაც ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას, როდესაც ხორციელდება უკვე მეოთხე ტალღა, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადა, სადაც დიპლომატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო, სადაც მართლმასაჯულების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"აშშ-ს მთავრობისა და აშშ-ს საელჩოსთვის ძალიან მნივნელოვანია კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში და სწორედ ამაში ვეხმარებოდით საქართველოს ჩვენი ურთიერთობის 26 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, არის დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით აშშ-ს მთავრობამ დაახლოებით, 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს მთავრობასთან მართლმსაჯულების რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში. რა თქმა უნდა ახლაც ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას, როდესაც ხორციელდება უკვე მეოთხე ტალღა. ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ. შესაბამისად, ჩვენ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში წარვადგინეთ კონკრეტული შეთავაზებები ამ რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით და დღეს, ამ შეხვედრის ფარგლებში ზუსტად ამ კონკრეტულ რეკომენდაციებზეც ვისაუბრეთ. გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და იმისთვის, რომ ეს მაქსიმალურად იყოს მიღწეული, აუცილებელია რეფორმების პროცესში სამოქალქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების შტოების მოსაზრების ჩართულობა და გათვალისწინება", - განაცხადა რუდმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო