ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი შეცდომა Freedom House-ის ანგარიშში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება

ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი შეცდომა Freedom House-ის ანგარიშში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის აზრით, შეცდომები Freedom House-ის ბრალი არ არის და არასწორი დასკვნა მიწოდებული მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი, პრაქტიკულად, ათეულობით შეცდომა. იყო ფაქტობრივი შეცდომები Freedom House-ის ანგარიშში, ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება. მე ვფიქრობ, ეს არ არის Freedom House-ის ბრალი, ეს არის იმ მიკერძოებული ორგანიზაციების და იმ მიკერძოებული სუბიექტების ბრალი, რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას Freedom House-ს. ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა Freedom House-ის ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით, ფაქტობრივი უზუსტობებით და ძალიან კარგია, რომ ეს უზუსტობები სწორდება. ძალიან კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოსთვის მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში შესწორებები შეიტანა.

კერძოდ, შესწორებები საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ საკითხებს ეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა