რეგლამენტის ნორმა, რომლითაც გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, მასთან პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს

რეგლამენტის ნორმა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, მასთან პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პარლამენტს, რეგლამენტის 207-ე მუხლით საფუძველზე, გიორგი გახარიას წერილობითი მოთხოვნა წარედგინა პლენარულ სხდომაზე მისი მოსმენის შესახებ.

ასეთ დროს მთავრობის წევრი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს სამი დღისა, პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს საკითხები, რომელზეც მას პარლამენტისადმი მიმართვა სურს. საკითხები, რაზეც მინისტრმა მოსმენა ითხოვა, არის: 2018 წელს შს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა“ და “გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. მინისტრის წერილობითი მიმართვა დაუყოვნებლივ დაეგზავნა ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს.

ამასთან, რეგლამენტის 207-ე მუხლის გათვალისწინებით, მთავრობის წევრის მიმართვისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. იგი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

მინისტრის მიმართვის დასრულების შემდეგ კი, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ მას დაუსვან შეკითხვები მხოლოდ მის მიერ წინასწარ წარდგენილ საკითხებზე. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასმის დასრულების შემდეგ მინისტრი პარლამენტის წევრთა შეკითხვებს ერთობლივად უპასუხებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, ასევე 207-ე მუხლის გათვალისწინებით, შეკითხვებზე პასუხის გაცემის დასრულების შემდეგ, შეიძლება გაიმართოს პოლიტიკური დებატები, რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად. თავის მხრივ, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის წევრების გამოსვლებს, როცა უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.

როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი, შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ამის შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებელ დეპუტატს და ბოლოს, დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო