თბილისის მერია  კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი, თუმცა, პირველ ეტაპზე მხოლოდ 800-ის დაკმაყოფილება მოხდება, მომდევნო წლების განმავლობაში კი პრობლემა სრულად მოგვარდება.

„მინდა შევეხო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დედაქალაქში მცხოვრებ 3000-ზე მეტ ოჯახისთვის დღემდე გადაუჭრელია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა, სახელმწიფომ ვერ შეძლო მშენებლობა და ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს.

20-25 წელზე მეტი გავიდა და ისინი დღემდე ელოდებიან საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღებას. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში თუ როდის მიიღებენ ბინებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვაროთ. სამწუხარო გარემოება გახლავთ ის, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ხსენებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პრივატიზებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინი და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, რომლითაც პირველ ეტაპზე დავაკმაყოფილებთ მინიმუმ 800 ოჯახს, პარალელურად კი, მერია გააგრძელებს მიწის ნაკვეთების შერჩევას.

„აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ამიტომაც შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეინტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით დანარჩენები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტული პრინციპით განხორციელდება, ერთადერთი კრიტერიუმით - ვინც მეტი პირის დაკმაყოფილებას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს და მეტ ფართს გადმოსცემს.

სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური აგენტების მეშვეობით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სოციალური ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და დადგენილი წესით მოხდება მათთვის შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულის დადგენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ და ძალიან მალე შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა