რუსეთის ეკლესიის დეკანოზი თბილისში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს

რუსეთის ეკლესიის დეკანოზი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მამა მიქაელმა განუცხადა, რუსი მოძღვარი მსახურებისთვის თბილისში ორ ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების შედეგად ჩამოდის.

„იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია. რუსულენოვანი მრევლისთვის კი ტაძარში ყოველთვის იყო რუსეთის ეკლესიისგან გამოგზავნილი სასულიერო პირი“, - განაცხადა მამა მიქაელმა. პატრიარქის მდივნის თქმით, სწორედ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არსებული შეთანხმებით, მოსკოვის ქართული მრევლისთვის საქართველოდან ასევე დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გაიგზავნა, რომელიც უკვე ორი თვეა იქ მსახურობს.

რუსეთის საპატრიარქომ თავის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომ 2018 წლის 14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილე I-ის განცხადება საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურის გაგზავნის შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან შეთანხმების შედეგად წმინდა სინოდის წევრებმა თბილისში, რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურების მიზნით ქალაქ მოსკოვის დეკანოზის ვლადიმერ ალექსანდროვის გაგზავნა გადაწყვიტეს. „აუცილებელ შემთხვევებში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო