სომხეთის მთავრობის შემადგენლობა კიდევ სამმა მინისტრმა დატოვა

სომხეთის მთავრობის შემადგენლობა კიდევ სამმა მინისტრმა, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენლებმა დატოვეს. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევონ მკრტჩიანმა, ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ლოკიანმა და ბუნების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არწვიკ მინასიანმა შესაბამისი განცხადებებით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარტია „დაშნაკცუთიუნის“ სამთავრობო კოალიციიდან გამოსვლას უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო