სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰრაჩია როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა და მომიტინგეებს შეუერთდა.
„ვხვდები, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სომხეთის თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოებრიობის წინაშე და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. მოვუწოდებ ყველა სპორტსმენს და სპორტის სამყაროს წარმომადგენელს, მოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და ხალხის გვერდით ქვეყნის დროშა აღმართონ“, - დაწერა როსტომიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მან ასევე მოუწოდა მთავრობის სხვა წევრებს „დაუყონებლივ შეუერთდნენ ხალხს და შეასრულონ მისი მოთხოვნები“.