ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელი ემზარ კვიციანია.

როგორც კანონპროექტის განხილვისას ითქვა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განმარტა, ის იზიარებს პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ საჭიროა პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც იქნება განსჭვრეტადი და სადაც მკაფიოდ გაიწერება, თუ რა ქმედება შეიძლება შეფასდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას იდეის დონეზე იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ პროექტი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადამუშავდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა