დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის დროს სოფელ კახათში ელექტრობოძები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ დენი გუშინ გვიან ღამით გაეთიშათ. როგორც ისინი ამბობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის დროს ელექტრობოძები დაზიანდა, რის გამოც მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. გათიშულია გარეგანათებაც.

„წუხელ გვიან ჩააქრეს და მას მერე არ გვაქვს. გვიან წაიღეს ხეები. მოსახლეობამ წივილ-კივილი ატეხა. აპროტესტებდნენ იმას, რომ შუქი ჩაგვიქრეს, მაგრამ უშედეგოდ. დღეს პირველ საათზე მოვიდნენ და დაიწყეს მუშაობა. გვეუბნებიან, რომ ამაღამ აღდგება მიწოდებაო“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ამ წუთებში ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები იმყოფებიან. კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური შეფერხება იყო და დენის მიეწოდება მალე აღდგება.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბოძებს ხეების გადამტანი კომპანია აღადგენს. „ვიცით ბოძების შესახებ. დაგვიკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი და გვითხრა, რომ თვითონ აღადგენენ. მე, როგორც ვიცი, ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები“, - ამბობენ მერიის პრესამსახურში.

რაც შეეხება ხეებს, ისინი უკვე სპეციალური მანქანით ანაკლიის შესასვლელამდე მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, კომპანიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მცენარეები გადააქვს, სამეგრელოში 20-ზე მეტი ხე შეიძინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა