რატომ უნდა ავირჩიოთ საქართველოს უნივერსიტეტი? (R)

ინოვაციური სწავლება; გაცვლითი პროგრამები; პროფესიული განვითარება დასაქმებასთან ერთად და რაც მთავარია, სტუდენტებზე მორგებული, სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა. ეს ის ძირითადი ჩამონათვალია რასაც საქართველოს უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს (აბიტურიენტებს) სთავაზობს.

უნივერსიტეტში განსაკუთრებული აქცენტი თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე კეთდება. სწორედ ამ მიზნით სტუდენტების განკარგულებაში თანამედროვე ტიპის ისეთი რესურსებია, რომელიც მათ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარებათ, მაგალითად: სატელევიზიო სტუდია - UG TV; ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, შიდა საგამოფენო სივრცე არქეოლოგებისთვის; მობილური აპლიკაციების წერის ცენტრი - UG Lemondo, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სიმულაციური ჰოსპიტალი და სხვა.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირებები გაირონ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო კომპანიებში, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია. ამ ყველაფერში კი მათ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრიც, საქართველოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, ეხმარებათ. ცენტრი ხშირად მასპინძლობს ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა: ინდივიდუალური კონსულტაციები; შეხვედრები წამყვანი კომპანიების HR-ებთან, დასაქმების ფორუმები და ა.შ.

ამასთან, სტუდენტებს შეუძლიათ თვითონაც გახდნენ დამსაქმებლები, ამ მიზნით მათ უნივერსიტეტში არსებული ინოვაციების ცენტრი - UG Start up Factory ეხმარებათ, საკუთარი ბიზნეს იდეის რეალობად ქცევაში.

გაცვლითი პროგრამით უცხოეთში სწავლა ნებისმიერი სტუდენტისთვის მიმზიდველია, სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ყოველწლიურად აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას ისწავლონ უცხოეთის უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტში არსებული სტუდენტურ საქმეთა ცენტრი კი სტუდენტებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

ეს და კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე, დაუვიწყარ სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად, დაგეხმარება შემდეგი წარმატებული ნაბიჯი გადადგა პროფესიულ საქმიანობაში.

სწორედ ამიტომ, #თუსწავლაგინდა აირჩიე საქართველოს უნივერსიტეტი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა