ირმა ჭკადუა - ოთარ აბესაძე ოპერაციას, გამოკვლევებსა და მკურნალობას საჭიროებს

ოთარ აბესაძე ოპერაციის ჩატარებას და სხვადასხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში გამოკვლევებსა და მკურნალობას საჭიროებს, - ამის შესახებ აბესაძის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა აბესაძეს საშუალება ექნება სასამართლოში სახლიდან იაროს და ამავდროულად საჭირო გამოკვლევებიც ჩაიტაროს.

"ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მას სხვადასხვა სპეციალიზებულ კლინიკაში გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარება და ამავდროულად,ოპერაციის გაკეთებაც სჭირდება. აბესაძეს შესაძლებლობა მიეცა სახლიდან იაროს პროცესებზე და გარდა ამისა კვალიფიციური გამოკვლევები ჩაიტაროს",- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა