გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრს უბრუნდება

მსახიობი გია როინიშვილი თუმანიშვილის სახელობის თეატრს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გია როინიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც გია როინიშვილი აღნიშნავს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეატრში მისი აღდგენის თაობაზე სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

„სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუმანიშვილის თეატრში ჩემი აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის (ქეთი დოლიძე) დროს! წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს!“, - წერს გია როინიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო