ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მიერ წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, მეტროსა და ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების ჯამს უტოლდება

ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მიერ წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, მეტროსა და ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების ჯამს უტოლდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, მიკროავტობესებს წელიწადში 220 მლნ მგზავრი გადაჰყავს და ამ მიზნით მოქალაქეებს ყოველდღიურად ხაზზე დაახლოებით 1600 მიკროავტობუსი ემსახურება.

რაც შეეხება მეტროს, წელიწადში 105 მლნ მგზავრი გადაჰყავს, ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი 110 მლნ მგზავრზე მეტია.

„ჩვენი გეგმაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ეს გულისხმობს მეტროს განახლებას და ავტოპარკის ცვლილებას. თუ ჩვენ გვექნება განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრების უმრავლესობა, თუნდაც ფასიდან, სერვისიდან თუ კომფორტიდან გამომდინარე, უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს. ამიტომ, ამ ეტაპზე ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად იყოს განვითარებული, რომ მგზავრთნაკადების მომსახურეობა ოპტიმალური იყოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მერიას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ ხელშეკრულება 2031 წლამდე აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო