FIRST Global საქართველოს გუნდი რობოტიკის პროექტის პრეზენტაციას გამართავს და ვაშინგტონის ოლიმპიადის გეგმებზე ისაუბრებს

გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში FIRST Global საქართველოს გუნდი, რომელიც ამერიკული აკადემიის, ვ.კომაროვის ფიზიკა-მათემატიკისN199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შედგება, მენტორთან ერთად მოწვეული სტუმრებისთვის რობოტიკის პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რობოტის შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენს და ვაშინგტონის ოლიმპიადის გეგმებზე ისაუბრებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები სამინისტროებიდან, საკრებულოდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16-18 ივლისს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში FIRST Global-ის საინაუგურაციო საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება. ოლიმპიური სისტემით ორგანიზებულ ამ ღონისძიებაში 160-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, რომელთა შემადგენლობაში 15-დან 18 წლამდე ასაკის ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. გუნდების წარმატება რობოტის დიზაინსა და ერთმანეთთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრის მიზანია მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM – Science, Technology, Engineering, Mathematic) მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება და ხელის შეწყობა ლიდერების ახალი თაობისთვის, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი თუ საინფორმაციო უსაფრთხოება.

2017 წლის საერთაშორისო შეჯიბრის თემატური გამოწვევაა - მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო