საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დაწესდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დაწესდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მასწავლებელთა სახლიდან“ აცნობეს.

ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მასწავლებელთა სახლის“ ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და პროფესიის პოპულარიზაციას, გამარჯვებულთათვის ისეთი ჯილდოს გადაცემით, რომელიც მსოფლიოს ყველა მასწავლებელს წარმატების სურვილს გაუჩენს.

„მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ პედაგოგთა დაფასება, დამსახურების აღიარება, დაჯილდოება და მათი ღვაწლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდისა და პროფესიაში მეტი ღირსეული ადამიანის მოზიდვისათვის. ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, იწყება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნულს უერთდება და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, - აცხადებენ „მასწავლებელთა სახლში“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს