ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით კობახიძემ განუცხადა, გეგმური მონიტორინგის შედეგად სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას აღარ აქვს ფუნქციონირების უფლება, რის გამოც მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში უნდა გადანაწილდნენ.

„ეს სკოლა იყო ავტორიზებული, ჩატარდა გეგმური მონიტორინგი და სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის, იკვეთება მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. გუშინ მიიღო ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება და სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას უჩერდება უფლება განახორციელოს სწავლება, ბავშვები უნდა გადავიდნენ მობილობით სხვა სკოლებში“, - აღნიშნა დავით კობახიძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ განუცხადა, ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლაში განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური სამჯერ შევიდა.

„არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა, შემოწმებაზე გასულ წელს ორჯერ და წელს ერთხელ შემოვიდნენ, სკოლის რესურსების მონიტორინგს ახორციელებდნენ“, - აღნიშნა ელგუჯა დავითაძემ.

სკოლა-ლიცეუმის დირექტორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 15:00 საათზე ბათუმში, მედიასთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა - ფაქტს დირექტორი ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა