თამარ ჩუგოშვილი - უცნაური იყო იდეა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პარლამენტის გარდა წამყვანი როლი ხელისუფლების სხვა რომელიმე წარმომადგენელს ჰქონოდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისი თამარ ჩუგოშვილი „უცნაურს“ უწოდებს იდეა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიაში პარლამენტის გარდა წამყვანი როლი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც უნდა ჰქონოდა.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქედან გამომდინარე მისთვის უცნობია, რას ემყარება პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა.

„ძალიან ბუნებრივი პროცესია ის, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყოს წამყვანი როლის შემსრულებელი საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში. ეს საქართველოში პირველად არ ხდება, ბევრჯერ ყოფილა საკონსტიტუციო კომისია და არასდროს, არც პრეზიდენტს და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონიათ წამყვანი როლი. ყოველთვის საქართველოს პარლამენტი იყო წამყვანი ფუნქციის მატარებელი. ეს არის მთავარი საკანონმდებლო ორგანო და შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია აქ ხდებოდეს მთავარი ცვლილებების შემუშავება. ეს არ ნიშნავს არც ერთი სახელმწიფო უწყების მნიშვნელობის დაკნინებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები კომისიის მუშაობაში და იმედი გვაქვს, აქტიურ როლს შეასრულებენ კომისიის მუშაობაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა არ ვიცი რითია გამოწვეული. ჩემთვის უცნაური იყო თავად იდეაც, რომ პარლამენტის გარდა ხელისუფლების სხვა რომელიმე წარმომადგენელს ჰქონოდა წამყვანი როლი. აქედან გამომდინარე ჩემთვის არ არის გასაგები, კრიტიკა რაში მდგომარეობს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს