თბილისში კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, თბილისის მერიის დაკვეთით, კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიიდან” აცნობეს, შერმადინისა და 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩებზე, ჯამში, 700 მეტრი გზის საფარი გამოიცვალა: მოეწყო მიწის ვაკისი, გზის საფუძველი, დაიგო, მთლიანობაში, 5000 კვადრატული მეტრი მოცულპობის ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

შპს ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" შერმადინისა და 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღოღობერიძის ქუჩისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა.

სამუშაოებზე 22 ადამიანი იყო დასაქმებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს